კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის განმეორებით განხილვა არის წარმოუდგენელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის განმეორებით განხილვა წარმოუდგენელია.

“ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის”. ამის შესახებ განმარტება ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, თითქოს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ხმათა მხოლოდ 30%- ის მიღება შეეძლო.

„30% „ნაცმოძრაობის“ ნარატივია. ამ სიცრუის კამპანიის ნარატივის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 30%-ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, ვინც ერკვევა საარჩევნო სისტემებში. თუ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 30%- ზე მეტს, ამ შემთხვევაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული არჩევნებია თუ შერეული. ამ დონის „მელკი ტყუილებითაა“ გამოჩენილი „ნაცმოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ასეთი სიცრუით მოქმედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად