კობახიძე: პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა

“პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტების, კითხვაზე, რამდენად სწორი იყო პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც თითქმის ყველა საკითხზე თქვა, რომ ეს მას არ ეხება. კობახიძემ განაცხადა: “ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხით, კობახიძემ უპასუხა:„პრეზიდენტი აუცილებლად ყველაფრით დაინტერესდება“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...