კობახიძე: პირველად, ხელისუფლება საკუთარი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს

„პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომ ხელისუფლება საკუთარი ხელით იზღუდავს სუბიექტურ გარანტიებს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცვლილებები ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის სუბიექტურ ინტერესებს. ამ სულისკვეთებით არის ჩამოყალიბებული დოკუმენტი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ წინაშე ორი ამოცანა იყო დასახული პარლამენტის მხრიდან, ეს იყო პირველ რიგში კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, ეს მიზანი არის ზედმიწევნით მიღწეული. რაც შეეხება მეორე მიზანს, ეს იყო ძალიან მყარი კონსტიტუციური ფუნდამენტის შექმნა, სტაბილური, პლურალისტური, დემოკრატიული, საპარლამენტო მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის. მეორე მიზანიც ზედმიწევნით არის მიღწეული, ამ ორ მიზანს ემსახურებოდა ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა კომისიის მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად