კობახიძე: პირველად იცვლება საარჩევნო სისტემა ხელისუფლების სუბიექტური ინტერესების საზიანოდ

"პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ის, რომ კონსტიტუციაში იცვლება საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტში საარჩევნო სისტემის ცვლილების შეტანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"გვახსოვს, როგორი პრაქტიკა იყო წარსულში. ხელისუფლებები ცვლიდნენ საარჩევნო სისტემას საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის.

პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში ის, რომ კონსტიტუციაში იცვლება საარჩევნო სისტემა მმართველი გუნდის სუბიექტური ინტერესების საზიანოდ. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა. პირველად გადავდგით ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ. გამორიცხული იქნება ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის ფუნდამენტური მიღწევა",- აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად