A1 ბანერი

კობახიძე: ფადი ასლიმ შეიყვარა კონკრეტული პოლიტიკური პარტია და დღემდე ვეღარ გადაიყვარა

კობახიძე: ფადი ასლიმ შეიყვარა კონკრეტული პოლიტიკური პარტია და დღემდე ვეღარ გადაიყვარა ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვიცით ფადი ასლის პოლიტიკური მიკერძოება. მან შეიყვარა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია და ვეღარ გადაიყვარა დღემდე. მისი განცხადებები აქედან გამომდინარე ბუნებრივია არის მიკერძოებული. მის სიაში იყო ჩამოთვლილი ასევე ისეთი კომპანიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პირობებში გაიფურჩქნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ფადი ასლიმ მიკერძოებული განცხადება გააკეთა. რაც შეეხება ბიზნესის თავისუფლებას, თქვენ იცით რომ 2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი მიღწევა. იყო ტოტალური რეკეტი. ათი ათასზე მეტ ადამიანს წაართვეს ქონება სხვადასხვა ფორმით, პირველრიგში ბიზნესმენებს 2012 წლამდე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, ფადი ასლიმ პრემიერს ღია წერილით მიმართა, სადაც საუბრობს ბიზნესის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...