კობახიძე ოპოზიციაზე: მათთვის სამართლის უზენაესობა დაახლოებით იგივეა, რაც კრიალოსანი ვირისთვის

ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს არის მარტივი რამე. ვერცერთი პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ გახდება ვერცერთი პატიმრის გათავისუფლება. ამას უნდა მიეჩვიოს ოპოზიციაც, რომელიც ამას ვერც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიეჩვია და ვერც მერე იმას, რომ სამართლებრივი  სახელმწიფო უნდა იყოს და ამ პრინციპებით უნდა მოქმედებდეს ნებისმიერი ხელისუფლება. მათთვის ხელისუფლების დანაწილება, სამართლის უზენაესობა და ა. შ. არის დაახლოებით იგივე, რაც კრიალოსანი ვირისთვის. შესაბამისად მათთვის ძალიან მძიმე იქნება ამ ყველაფრის აღქმა ოდესმე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად