ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებთ

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ოპოზიცია ეძებს გამოსავალს, იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც ის არის ჩავარდნილი. ისინი მძიმე კრიზისში არიან. 200 კაცი ხდება 190, 180 და ა.შ. ბუნებრივია, ისინი არიან მილევად რეჟიმში, არამარტო აქციის კუთხით, ზოგადად პოლიტიკურად არიან მილევად რეჟიმში.

აბსოლუტურად დესტრუქციულ გარემოში არიან, რომელიც ალბათ თვითონაც აღარ მოსწონთ, იმიტომ რომ დესტრუქცია კარგია როცა ზურგს რაღაცა გიმაგრებს, მაგრამ, როცა 200 კაციანზე მეტი აქტივი არ გიმაგრებს ზურგს, ამ შემთხვევაში დესტრუქცია არის მათთვისაც დისკომფორტი.

კარგად შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ. 200 კაცის მუშტების ბრახუნი საშიშია იმ ორასივე კაცისთვის… როცა რესურსი არ გაქვს, უნდა შეეგუო იმას, რომ მიილევი”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად