კობახიძე ნიკა მელიაზე: არ გვინდა რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა

არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს პარლამენტის წევრი და ჩვენი კოლეგა, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხად

“ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ გვინდა, რომ კრიმინალი იყოს საქართველოს პარლამენტის წევრი და თუნდაც ჩვენი კოლეგა. კრიმინალებიც და მეტიც არიან, პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ ამ შემთხვევაში, თუმცა როცა საუბარია სისხლის სამართლებრივ განაჩენზე, ეს უნდა დადგეს სასამართლოს მხრიდან. ამ შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი განაჩენი ანუ გვყავს გაფორმებული კრიმინალი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვინდა, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ოფიციალურად აქვს მინიჭებული კრიმინალის სტატუსი და საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ჩვენი კოლეგა ერქვას”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად