კობახიძე: “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარით შემოიფარგლება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთა, საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი 4 კონგრესმენის წერილის შეფასებისას განაცხადა.

„წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ არის ისეთი უზუსტობები მოყვანილი, რომელთა დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართულ საზოგადოებას.
არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ , აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა . თქვენ იცით, რომ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე, არცერთხელ არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება.
რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებით ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობები. ასევე ანაკლიასთან დაკავშირებით არის არა ერთი ფაქტობრივი უზუსტობა. ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო კომპანია,რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მითუმეტეს გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ეხლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართლებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების დროს. მათ ვერ შეძლეს ინვსტორების მოზიდვა და ეხლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება.

წერილში უზუსტობეზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის უშუალო კომუნიკაციის ფორმით.
თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა ” ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და იფუთებოდა ხოლმე ძალიან ხშირად , სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ეს იყო სამწუხარო რეალობა. ისინი ფუთავდნენ ადამიანების წამებას, ძალადობას ადამიანების წინააღმდეგ და ა.შ. ანუ თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ასეთი ქმედებები და ზოგადად საქმიანობა წინა ხელისუფლების სამწუხაროდ ჰპოვებდა მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. ესენი ამას ახერხებდნენ, თუმცა ეს არის ინდივიდუალური განცხადებები. იგივე რომ ნახოთ ევროპული პარლამენტი, ერთი და იგივე დეპუტატები არიან, ჩვენ მათ მიმართ რა თქმა უნდა პატივისცემას გამოვხატავთ , თუმცა არის ერთი და იგივე რამდენიმე დეპუტატი , რომელიც მუდმივად აკეთებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ განცხადებებს. ეს არის მათი რესურსი, მათ აქვთ მათ შორის იპპ-სთან ურთიერთობა . იპპ არის საკმაოდ შეკრული საერთაშორისო პარტიული ორგანიზაცია , თუმცა ამის მიუხედავადაც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭირს რამდენიმე ევროპარამენტარზე მეტის მობილიზება თავის მხარდასაჭერად. ეს არის რეალობა,რატომ, იმიტომ, რომ რეალურად ევროპარლამენტარები კარგად ხედავენ ამ ყველაფერს და შესაბამისად, ნაცმოძრაობის მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეაგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოთხი კონგრესმენის წეერილს ასაჯაროებს, რომლითაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას მიმართეს. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ადამ კიზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად