კობახიძე: “ნაცმოძრაობის” კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე არ ღირს კომენატარის გაკეთება

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ორბელიანის მოედანზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა

ჟურნალისტის კითხვაზე, გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, როცა კულტურის მინისტრი იყო, თავის რუს კოლეგას წერილი მიწერა და სთავაზობდა ქართული კულტურული დღეების ჩატარებას. თქვენი აზრით, უნდა გაგზავნილიყო თუ არა ეს წერილი მოსკოვში, კრემლში, აგვსტოს ომის შემდეგ? პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, ვინაიდან ისინი ვერ იქნებიან ღირებული კანდიდატების კონკურენტები,


" მე მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან დაკავშირებით განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს. ჩვენ ვიცით, რა არის მათი რესურსი. ისენი ვერ იქნებიან ღირებული კანდიდატების კონკურენტები, აქედან გამომდინარე თავს შევიკავებ",- განაცხადა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად