კობახიძე: ”ნაცმოძრაობას” ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ გიგი წერეთლის გაყვანა სურდა

“ნაციონალურ მოძრაობას” ინტერესი ჰქონდა, რომ საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად ჩატარებულიყო, ვინაიდან ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე გიგი წერეთლის გაყვანა სურდათ. ბუნებრივია, გიგი წერეთელს საქართველოში მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე სხვა ქვეყანაში,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2016 წლის ის მოცემულობა 2019 წლის 20 ივნისს რომ გადმოვიტანოთ, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც 2019 წელს დაიგეგმა, თუმცა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიას ამის ინტერესი არ ჰქონდა.

“2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდა, რომელშიც რუსეთის დუმის სამი დეპუტატი მონაწილეობდა. მათ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ. ქართულმა მხარემ მაშინაც დააყენა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები არ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, თუმცა ეუთო-ს პოზიცია ხისტი იყო. კერძოდ, ეუთო ამბობდა, რომ ყველა ის პირი, რომელიც არის შესაბამისი ქვეყნის დელეგაციის წევრი, უნდა ჩამოსულიყო და ამაზე მაშინ ქართულმა მხარემ და ქართულ მხარეში იგულისხმება, როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია, ქართული მხარე ამ ყველაფერს დათანხმდა – წინა მოწვევის პარლამენტზეა საუბარი.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ოპოზიცია რაც დღეს არის, იგივე იყო, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით , რომ საქართველოს კანონის დარღვევაზე დაეხუჭათ თვალი. მოცემულობა იყო საკმაოდ მძიმე, თუმცა მაშინ ინტერესი პოლიტიკური იყო. თვითონ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ინტერესი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარებულიყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან სურდათ გიგი წერეთლის გაყვანა ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე და ბუნებრივია, საქართველოში მეტი შანსი ჰქონდა გიგი წერეთელს, ვიდრე სხვა ქვეყანაში.

რომ წარმოვიდგინოთ, რომ გადმოვიტანოთ 2016 წლის ის მოცემულობა 2019 წლის 20 ივნისს, ზუსტად ისეთივე ეფექტით შეიძლებოდა არეულობის სცენარის დაგეგმვა, როგორც 2019 წელს დაიგეგმა, თუმცა მაშინ ინტერესი არ ჰქონდა ნაცმოძრაობას , არც მის ტელევიზიას, შესაბამისად, ეს სცენარი არც დაიგეგმა და არც განხორციელდა.

მედიაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და როგორც წავა სცენარი, როგორც დაიგეგმება, ისე ხორციელდება. არ ვამტყუნებ მაშინდელ პარლამენტის ხელმძღვანელობას, ან რომელიმე პოლიტიკოსს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის  საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თბილისში ხდება უფრო ძლიერად იმ გზავნილების გაჟღერება, რომელსაც აჟღერებ ლონდონში, პარიზში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო ასამბლეა. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, სწორი და პრაგმატული, თუმცა ორ მოვლენას როდესაც ვადარებთ ერთმანეთს, ბუნებრივია, პარალელის საშუალება არის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, სამივე დეპუტატი, რომელიც 2016 წელს ჩამოვიდა, საკმაოდ სკანდალური ფიგურები იყვნენ, მაგალითად კოვალიოვი და სლუცკი.

“სამივე დეპუტატი საკმაოდ სკანდალური და ოდიოზური იყო, რომელიც 2016 წელს ჩამოვიდა. ერთ-ერთი იყო კოვალოვი, რომელიც იყო „ეფესბეს“ ხელმძღვანელი, პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოება ჩამოვიდა.

გარდა იმისა,რომ „ეფესბეს“ ხელმძღვანელი იყო, ასევე უშიშროების გენერალიც, მას არა ერთ სკანდალურ საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლოს ესტონეთში საკმაოდ მძიმე პროვოკაცია იყო, რომელიც მონუმენტს უკავშირდებოდა, ანუ ასეთი ოდიოზური პირი ჩამოვიდა საქართველოში.

სლუცკი ერთ-ერთი მათგანი იყო, “ოკუპაციის შესახებ კანონი” მასაც  დარღვეული ჰქონდა. “ელდეპეერის“ ერთ-ერთი ლიდერი ,რომელიც სხვა ტიპის სკანდალებშიც არის გახვეული და გამოირჩევა თავისი ძალიან მძიმე განცხადებებით საქართველოს მიმართ. მოცემულობა მსგავსი იყო მაშინ, თუმცა რეალურად, ეს საკითხი საინფორმაციო ველში არც მოხვედრილა. ერთადერთი,შეგიძლიათ Google-ში ნახოთ, ერთი- ორი ნიუსი შეიძლება ამოგიგდოთ, სადაც მარტივად არის საუბარი იმაზე,რომ ქართულმა მხარემ თავიდან სცადა მოთხოვნის დაყენება, ეუთომ უარი თქვა და ქართული მხარე დათანხმდა თვალის დახუჭვას იმაზე ,რომ ოკუპაციის კანონი იყო დარღვეული. როდესაც იგივე ადამიანები აკრიტიკებენ მართლმადიდებლური ფორუმის საქართველოში ჩატარებას, მათი კრიტიკა აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად