კობახიძე:”ნაცმოძრაობას”დავპირდით მწარე დამარცხებას არჩევნებში და იწვნიეს მწარე მარცხი,რასაც ვპირდებით ხოლმე ვუსრულებთ

“საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რაც დაადასტურა ყველა სადამკვირებლო ორგანიზაციამ” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

” აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ გვყავს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ფიცს 16 დეკემბერს დადებს. რაც შეეხება ნიკა მელიას, გაყალბებული არჩევნები მან თავისკენ მოიკითხოს , არჩევნები ყალბდებოდა 2012 წლის ჩათვლით, ყველა წელს დაწყებული 2006 წლიდან. მათ ექნებათ პროვოკაციის მცდელობები, თუმცა განწირულია ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის, ისევე, როგორც განწირული იყო მათი პროვოკაციები, არჩევნებამდე.

მათი პროვოკაციები მიმართული იყო იმისკენ, რომ რამენაირად მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ, თუმცა ჩვენ მათ დავპირდით მწარე დამარცხებას ამ არჩევნებში და მათ იწვნიეს მწარე მარცხი, რასაც ვპირდებით ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას ვუსრულებთ”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად