კობახიძე: “ნაცმოძრაობა” და მისი განშტოება თუ იმ ტოტს მოჭრის, რომელზეც სანახევროდ ზის, შეიძლება ჩვენთვის კარგიც იყოს

ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“სისტემა 77/73-ზე ამ ოპოზიციის მიერ დატოვებული საარჩევნო სისტემაა. ეს იყო მათი საყვარელი სისტემა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შევარდნაძის მართველობისას იყვნენ ხელისუფლებაში. ეს არის მათი საყვარელი საარჩევნო სისტემა და როგორც ჩანს ოპოზიციის პოზიციებიდანაც ვერ ელევიან ამ საარჩევნო სისტემას. ჩვენი მხრიდან ამ საარჩევნო სისტემას ექნება სრული მხარდაჭერა. მათ აქვთ აღებული ვალდებულება 8 მარტის შეთანხმებით და არ უნდა არღვევდნენ.

არსებული სისტემით არჩევნების სისტემა ჩვენთვის უკეთესიც კია. აქედან გამომდინარე თვითონ თუ მოიჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სანახევროდ ზიან, ეს შეიძლება ჩვენთვის უკეთესიც იყოს. რა თქმა უნდა, მათემატიკურად ვიცით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება გავიდეს “ნაცმოძრაობის” და მისი მეორე განშტოების გარეშეც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად