კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციების გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული

“საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის” გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული. საპროტესტო აქციებისთვის რესურსი უნდა გქონდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში შუალედურ არჩევნებში დამარცხებული სანდრა რულოვსის მიერ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დაანონსების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საპროტესტო აქციებისთვის საჭიროა რესურსი და ეს რესურსი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

“რესურსში ხალხის მხარდაჭერა იგულისხმება. როცა არჩევნებში ასეთ დაბალ მხარდაჭერას იღებ, იქ სხვა რამის რესურსი არ ჩანს. შეიძლება, მცდელობა ჰქონდეთ, ზუგდიდშიც იყო მცდელობა, რომ საარჩევნო პროცესში არეულობა ხელოვნურად შეეტანათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიზანს ვერ მიაღწიეს.

შესაძლოა, აქაც მცდელობა ჰქონდეთ, ასეთი მცდელობა წლების მანძილზე გვინახავს, მაგრამ ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. მთავარი მიზეზი ისაა, რომ თუ ზურგს ხალხის მხარდაჭერა არ გიმაგრებს, ვერაფერს ვერ შეძლებ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...