კობახიძე: მადლობა 8 წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელსა და მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

“დღეს პირველი ოქტომბერია. ზუსტად რვა წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა..

“ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად უამრავი შემოქმედი ჰყავს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ფასად დაუპირისპირდნენ ბოროტებასა და სიცრუეზე აგებულ ავტორიტარულ რეჟიმს და მოიტანეს მთავარი, რაც იყო აუცილებელი ჩვენი სამშობლოს ცივილიზებულ სამყაროში, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისთვის – დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური სოლიდარობა.

დღეს გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც თავისი ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ავტორიტარიზმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრებაში.

განსაკუთრებული მადლობა კი, რაღა თქმა უნდა, ეკუთვნის 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის და ქვეყნის რვა წლიანი წინსვლის სულისჩამდგმელსა და მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად