კობახიძე: კრიმინალების ადგილი პარლამენტში არაა-მელიას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დავუჭერ

ამის შესახებ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში არის შესული განაჩენი, რადგან საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პირველი ინსტანციის განაჩენი არის საბოლოო ძალაში შესული. აქედან გამომდინარე, არის პირდაპირი საფუძველი იმისთვის, რომ დეპუტატს შეუწყდეს მისი სადეპუტატო უფლებამოსილება.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა პასუხისგებაში. აქ რომ იყოს პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბარი, ბუნებრივია, შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია და ხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევაზე. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშწორებასთან არ გვაქვს საქმე. ის ადეიშვილთან ერთად მონაწილეობდა „ქართუს“ გაკოტრებაში, ეს არის იმდენად ცხადი დანაშაული, რომ აქ სანქციის ადექვატურობაზე საუბარიც ზედმეტია.
ამ საკითხს აუცილებლად დავუჭერ მხარს, რადგან კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ბუნებრივია, პარლამენტში არის იმაზე მეტი კრიმინალი, ვიდრე მხოლოდ ნიკანორ მელიაა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად. აქ არის ცალსახა საფუძველი, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდეს“ ,- განაცხადა ირკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, პარლამენტის წევრ ნიკა მელია “ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე” გაამტყუნა და 25 000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე,  2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად