კობახიძე: კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ძალასთან, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება

– ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

“როგორც მოგეხსენებათ შემდეგი არჩევნები ჩატარდება,პროპორციული სისტემით, თან ნულოვანი ბარიერის პირობებში,ასეთ დროს ბუნებრივია ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კუალიციური მთავრობა,კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოებრივი მიზნები და ამოცანები და ბუნებრივია ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიცია”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად