კობახიძე: ხალხს შევპირდით, რომ “ნაცმოძრაობა” მცირე დოზით იქნებოდა პარლამენტში და შევასრულეთ

"ეს იქნება მორიგი შეცდომა, დაშვებული იმ უსუსური პარტიის მხრიდან, რომელსაც ჰქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ არანაირად არ გვაინტერესებს ასე გადაწყვეტენ თუ ისე ისინი ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, თუ საერთოდ არ შემოვლენ "ნაციონალები პარლამენტში, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დემოკრატიული პროცესების განვითარებას." – განაცხადა  ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შემოსვლზე უარს იტყვის, ამ კითხვით მიმართა ინგა გრიგოლიამ "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს.

"რაც შეეხება ჩვენი და "ნაცმოძრაობის" ურთიერთდამოკიდებულებას, სწორედ ჩვენ ვიყავით და ვართ გარანტი იმისა, რომ "ნაცმოძრაობა" ასეთი სახით იქნება წარმოდგენილი, მცირე დოზით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ამის გარანტია და პირობა მივეცით ჩვენს მოსახლეობას და ეს პირობა შევასრულეთ" – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...