კობახიძე: ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე, შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას სათანადოდ შევხვდებით

“რაც შეეხება თელავში დაგეგმილ აქციას, ზოგადად, პროვოკაციების მოწყობა ეს არის” ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ასეთი პროვოკაციები” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“დამერწმუნეთ, რომ ინაუგურაცია ჩაივლის დაბრკოლებების გარეშე. შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ, აქედან გამომდინარე რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში.
მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს ამაზე და დარწმუნებული ვარ რომ სათანადო დროს იქნება უზრუნველყოფილი სასახლის გადაცემა პრეზიდენტისთვის.ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში შევა”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად