კობახიძე ინაშვილს: ვაწყენინე ქალბატონ ირმას, სინანულს გამოვხატავ (ვიდეო)

ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ირმა ინაშვილს, პლენარულ სხდომაზე.

„ვაწყენინე ქალბატონ ირმას, ძალიან კარგია თუ ემიჯნებით ამ სტატუსს და საკუთარ თავს არ მიიჩნევთ პრორუსულ პარტიას. ეს არის ძალიან კარგი. თუ გაემიჯნებით ბოლომდე სიტყვით და საქმით იქნება საუკეთესო.“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავ სინანულს თქვენს მიმართ. კარგი იქნება თუ მკაფიოდ გაემიჯნებით ყველა განცხადებაში „ნაციონალურ მოძრაობას“

ცნობისთვის, ირმა ინაშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე განაცხადა :
„ჩვენი პოლიტიკური ძალა. ეს არის ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველი ძალა, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს საქართველოშიც, რუსეთშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც“,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად