კობახიძე: გვწამს, რომ სწორ გზას ვადგავართ და მუდმივი პროგრესისა და განვითარებისაკენ მივისწრაფვით

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა-2018“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და გარდაცვლილი სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ერს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამის შესახებ ინფრომაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 
 

“ჩვენ ვახდენთ ჩვენი დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების განვითარებას, ჩვენ ასევე ვახდენთ ჩვენი საერთაშორისო კავშირების განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციას საერთაშორისო დონეზე და მე მწამს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. მიუხედავად იმ რთული სიტუაციისა რეგიონში და ასევე გლობალურ დონეზე, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას.

ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, რომელიც გახლავთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ასპექტი თავისუფალი ქვეყნის განვითარებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სენატორ ჯონ მაკკეინის წვლილი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას მკაფიო საგარეო პოლიტიკური ხედვა აქვს და ეს სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციასა და საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლების 90 % მხარს პროდასავლურ პარტიებს უჭერს და ეს სხვადასხვა კვლევითა და საარჩევნო შედეგებითაც დასტურდება.

„საქართველო აქვს ძალიან მკაფიო საგარეო ხედვა და ეს ხედვა აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა. ეს პრიორიტეტი აისახა ჩვენთან საკონსტიტუციო დონეზეც. ახლა ჩვენ კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა გვაქვს, რომელიც აცხადებს, რიმ სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი საქართველოს დასავლური ინტეგრაციისთვის, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ეს გადაწყვეტილება ახლა ასახულია მთავარ კანონში.

ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ეს სურვილი დამტკიცებულია საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევით და საარჩევნო შედეგებით. არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ამომრჩევლების 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრებია".- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა ქვეყანაში გაძლიერებულია, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი ძალისხმევით და მუშაობით დასავლური ინტეგრაციის იდეის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ახალი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად