კობახიძე: გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, შეძლებს თუ არა პარლამენტი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნას.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლება პროკურატურას არასდროს არ გამოიყენებს როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტს.

„გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. მათი პროკურატურა იყო მიკერძოებული, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა.

ეს არასდროს დაბრუნდება. ჩვენი ხელისუფლება პროკურატურას არასდროს გამოიყენებს როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტს. პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი და ეფექტიანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად