კობახიძე: გიგი უგულავას საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ შეწყალებასთან

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ თითოეული საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, როგორც ეს სამართლებრივი სახელმწიფოში ხდება.

მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, თუ ვინმეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია. კობახიძე ასევე აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანის ხელშია გათავისუფლება.

„პროკურატურა აღიარებას ითხოვს. თუ აღიარება იქნება, ამ შემთხვევაში, არანაირი დაბრკოლება არ იქნება გათავისუფლების თვალსაზრისით. თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა გავყვეთ და გადაწყვეტილება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად უნდა იყოს მიღებული.

შეთანხმებაში ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული რაღაც წერია – უნდა გამოირიცხოს რაიმე სახის პოლიტიკური გავლენა ნებისმიერ დამოუკიდებელ ორგანოზე. თუ ვინმე პროკურატურას ეტყვის, რომ არაღიარებაზე თვალი დახუჭოს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება პროკურატურის პოლიტიკური საქმიანობაში ჩარევა, რასაც ის შეთანხმება გამორიცხავს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

​მისივე თქმით, ორი შეთანხმება გაფორმდა – ერთი საარჩევნო სისტემას ეხებოდა, სადაც ყველაფერი დეტალების დონეზე არის შეთანხმებული.

„ყველა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ ამ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება. მეორე არის დამოუკიდებელი შეთანხმება, სადაც წერია, რომ არავინ უნდა მოახდინოს პოლიტიკური გავლენა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზე. ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე მთლიანად ვიღებთ, რაც ოპოზიციამაც უნდა გაიაზროს. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გახდება საბაბი რაიმე მანიპულაცია იმისთვის, რომ ცვლილებებს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭიროს.

უგულავას შეწყალების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია პრეზიდენტზე. მას ვერც მითითებას, ვერც რეკომენდაციას ვერ მივცემთ, რომელიც უმაღლესი დამოუკიდებელი ორგანოა. იმედი მაქვს, ყველა მხარე პასუხისმგებლობად სათანადოდ მოეკიდება, რომელიც ელჩების თანდასწრებით გავაფორმეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად