კობახიძე: გიგი წერეთელი, რომელიც ყველა რეჟიმს შეგუებულია, თურმე “პოლიტიკოსია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე თავის სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება:

"რურუას უთქვამს მგონი, სულხანი არ ყოფილა პოლიტპატიმარიო, რადგან ის პოლიტიკოსი არ იყოო… ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ?! თუმცა, მგონი ”მართალია” რურუა. აი,” ნამდვილი პოლიტიკოსი” არის მათი წერეთელი, რომელიც ყოველთვის, ყველა დროს, ყველასთან და ყველაფერთან იყო შერიგებული! კომუნისტური რეჟიმის დროს – სასათბურე პირობებში, შევარდნაძის დროს -დაწინაურებული, ნაცების დროს – თანამდებობას კიდევ უფრო კომფორტულად მორგებული, ჩვენ დროს ხომ, საქართველო აღარ ყოფნის ასპარეზად და ახლა 57 ქვეყნის უსაფრთხოებაზე ”უნდა იზრუნოს” და თან, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს თურმე, იმიტომ, რომ ”კარგი პოლიტიკოსია”?! 

…. დღეს სულხანს ვემშვიდობებით! კიდევ ერთხელ დავწერ- ის, ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს! 

… ყველა, ვისაც მის წამებაში, ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ეს ღირსების საქმეა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!!!",-წერს კობახიზე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად