კობახიძე: ღარიბაშვილი თავდაცვის ძლიერი მინისტრი იქნება, კარგი გამოცდილება აქვს

“ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე არის სწორი გადაწყვეტილება, ის თავდაცვის ძალიან ძლიერი მინისტრი იქნება, კარგი გამოცდილება აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატურაა ამ პოზიციაზე”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მინისტრთა კაბინეტის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მნიშვნელოვნად შეაფადა ლევან იზორიას სამომავლო საქმიანობაც და მას წარმატებები უსურვა.

“ეს იყო კომპლექსურად მიღებული გადაწყვეტილება. იზორია მისი წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა,რომელმაც მცირედი საკადრო ცვლილებები დაანონსა.

როგორც მან დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად