კობახიძე გახარიაზე: კურდღელი ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისსაც

“შეურაცხმყოფელი განცხადებები გახარიას აინტერესებს. გახსოვთ, თქვენ ეთერში რა თქვა”, – ამის ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. 

გადაცემის წამყავის კითხვაზე, როდესაც მან თქვა კურდღელს მარტო ოპოზიციას არ ვეძახითო, გეწყინათ? – პასუხობს:

“რანაირად უნდა მეწყინოს?! კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს და მანამდე 20 ივნისსაც ვნახეთ. მე გეტყვით ტელეფონზე საუბრისასაც.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შეურაცმყოფელი ტერმინები არ არის სწორი. ივანიშვილის წერილშიც სიტყვა “მოღალატე” არ იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, ვინც ღალატს ჩადის, ის მოღალატეა, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება შეუარცხმყოფელია და ჩვენ ვერიდებით ხოლმე. ჩვენ უბრალოდ ვახდენთ ფაქტის კონტანტაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი პარტიის და ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...