კობახიძე გახარიაზე: არაჯანსაღი იყო ის რეაქცია, რომელიც მას ჰქონდა ნარკოტესტთან დაკავშირებით

არაჯანსაღი იყო ის რეაქცია, რომელიც მას (გიორგი გახარიას) ჰქონდა ნარკოტესტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კახა კალაძემ აბსოლუტური ჯანსაღი ინიციატივა წამოაყენა, რომელიც უკავშირდებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ ძალიან დაბნეული და გაღიზიანებული გიორგი გახარია და ეს ფაქტი თავის თავზე მეტყველებს. რაში შეიძლება იყოს საქმე, ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროპაში ჩააბარებს თმის ანალიზს, რომელიც ყველაზე უტყუარია.

კომენტარები
იტვირთება...