კობახიძე გახარიას შესაძლო დაჭერაზე: ჩვენ პოლიტიკური მტკიცებულებები გვაქვს, სამართლებრივი აბსოლუტურად სხვაა

ჩვენ პოლიტიკური მტკიცებულებები გვაქვს, სამართლებრივი აბსოლუტურად სხვაა, ამის ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” ექსპრემიერ გიორგი გახარიას შესაძლო დაჭერაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

“ასეთ დროს უნდა არსებობდეს მყარი მტკიცებულება, რომ ამ მიმართულებით წახვიდე. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მტკიცებულება, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს წაუყენო პოლიტიკური ბრალი. სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად სხვა სფეროა. რაც შეეხება პოლიტიკური ბრალს, ამის ყველანაირი საფუძველი და მტკიცებულება გვაქვს”, – თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, კონკრეტული ჯარისკაცის ან პოლიციელის შესახებ აქვთ ინფორმაცია, პასუხობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ.

“გვაქვს ინფორმაცია, რამდენი ჯარისკაცი და პოლიციელი როდის უნდა გამოსულიყო, მაგრამ კონკრეტული სახელები და გვარები არ იყო დაფიქსირებული. შესაძლოა მოკვლევადი იყოს, მაგრამ დღეს ეს ინფორმაცია არ გვაქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...