კობახიძე: გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს ახორციელებს, რაც უნდა აისახოს სტატისტიკაზე

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

“მოვისმინეთ ინფორმაცია პრემიერისგან, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ახლდა. დანაშაულების გარკვეული კატეგორიებია, სადაც სტატისტიკა მზარდია. არის კატეგორიები, სადაც არის შემცირებული.

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის კატეგორიები, სადაც სტატისტიკა იზრდება და ბუნებრივია, ეს საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამას სჭირდება სათანადო მუშაობა და ცვლილებები.

იცით, რომ გიორგი გახარია ამ ცვლილებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახორციელებს მისი დანიშვნის დღიდან და საბოლოო ჯამში, ეს უნდა აისახოს სტატისტიკაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...