კობახიძე: ევროპარლამენტარები და კონგრესმენები ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების და კონგრესმენების საუბრებიდან. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი და ამ სიძლიერეში იგულისხმება ხალხის მხარდაჭერა. მათ იციან, რომ ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ხალხის ძალა, ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად სუსტი ამ ვითარებაში.

შესაბამისად, მათი პოზიცია არის ასეთი, რომ კი, ყველაფერი იციან ოპოზიციის შესახებ, პრორუსული პარტიების შესახებ, განსაკუთრებით, ნაცმოძრაობის შესახებ, იციან მისი წარსულის შესახებ, თუმცა მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს, რომ კი ბატონო, არის ცუდი ოპოზიცია, არის სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ. ცოტა უცნაური მოსასმენია ეს პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია ფიქსირდება ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან“,-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად