კობახიძე: ეს არის კავკასიური ცარცის წრე – ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა

ეს არის კავკასიური ცარცის წრე – ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “კვირის თემა”-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” სწორედ დედის როლშია, რომელიც მისი თქმით, ქვეყანაზე ზრუნავს.

“ეს არის კავკასიური ცარცის წრე – ბიბლიური სცენა, როდესაც ბავშვს იყოფენ ერთმანეთში დედა და თვითმარქვია დედა. ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება” დადგა სწორედ დედის როლში, რომელმაც სცადა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მინიმალურადაც არ სტკენოდა შვილს, ბავშვს, ქვეყანაზეა ამ შემთხვევაში საუბარი.

და ეს გახდა იმის მიზეზი, რატომაც გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე პროპორციული არჩევნების ინიციატივით. ამაზე პასუხი იყო ის, რომ სამი თვე დარჩნენ ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე, სამი თვის განმავლობაში ხელს სტკენდნენ ისინი ბავშვს. ეს არის მათი სახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად