კობახიძე: ბესელიას შეუძლია შალვა შავგულიძესთან და უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები

“ბესელიას შეუძლია შალვა შავგულიძესთან და უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები” – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პარლამენტის წინ აქციების დაწყებას.

“გახსოვთ, რომ როდესაც საუბარი იყო სასამართლოზე, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, საუბარი იყო ჩინჩალაძეზე, მურუსიძეზე და ა.შ., ამ საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძე გამოდიოდა და თავის პრინციპულ პოზიციას აფიქსირებდა. დღეს, ეს ადამიანი გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცეებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები და ეს ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ევროპული საქართველოს” კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...