კობახიძე დეპუტატებს: დაიცავით სიჩუმე, საუბარი თუ გსურთ, გარეთ არის ამის ადგილი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ხმაურის გამო შენიშვნა მისცა.

კანონპროექტების განხილვისას დარბაზში ხმაური შეიქმნა, რის გამოც ირაკლი კობახიძე იძულებული გახდა კოლეგებისთვის ეთქვა, რომ მომხსენებლის ხმა არ ისმის.

„კოლეგებო, დარბაზში არაფერი არ ისმის. მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ სიჩუმე. საუბარი თუ გსურთ, გარეთ არის ამის ადგილი. მგონი, საკუთარი თავის მაინც უნდა შეგვრცხვეს, პუბლიკის თუ არ გვრცხვენია. მომხსენებელი, კოლეგა გამოდის და ერთმანეთში ვსაუბრობთ. არ არის სწორი ასე მოქცევა“, – მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად