კობახიძე: ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის, არამედ გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩვეულნი  ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით რის ნიშანიც არის ეს.  ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის , არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან.

რა თქმა უნდა ოპონენტებს მოვუწოდებთ , რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას.დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”  – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს  თბილისში №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება 

შეაგხსენებთ, ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ნინო გოგუაძესთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ცდილობს. ელენე ხოშტარია თამარ ჟვანიას მოუწოდებს სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მოვიდეს და პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას რაც არსებობს, მათ შორის კანონდარღვევით მიმდინარე საარჩევნო პროცესზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად