A1 ბანერი

კობახიძე: ჩვენი მერობის კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში

ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებისა და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას.

“ჩვენ დღეს გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე  კანდიდატი- როგორც მერობის კანდიდატები, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული  ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. ბატონ  ლადო კახაძეს რაც შეეხება, მას ყველა  კარგად იცნობს. მას წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”- განაცხადა ირაკლი კობახიძე,

მისი თქმით  კანდიდატებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა.

,,ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ.  კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები – ირაკლი ღარიბაშვილმა სია წარმოადგინა

შეგახსენებთ,  შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებიჩატარდება საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოში და ოზურგეთში ჩატარდება. ასევე, რიგგარეშე მერის არჩევნები ტარდება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდში და ხულოში. ხოლო, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში, მთაწმინდის რაიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...