კობახიძე: ჩვენი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უზენაესის მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას

ჩვენი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უზენაესის მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას, ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შარშან წარმოდგენილი ე. წ. კლანის ათკაციანი სიიდან მხოლოდ სამი დამტკიცდა.

“კრიტერიუმებზე როდესაც არის საუბარი, ეს ფარდობითი ცნებაა. შეიძლება სხვა სტანდარტი მოქმედებდეს გერმანიაში და საქართველოში სხვა. მე მანამდეც ვთქვი, რომ კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები არ იყო იდეალური. თუნდაც ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ინტერვიუების დროს პარლამენტში, თუმცა მთლიანობაში თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ე. წ. კლანის სია, რომელიც იყო წარმოდგენილი შარშან დეკემბერში, რაზეც იყო ვნებათა ღელვა, მაშინ იყო ათი კანდიდატი წარმოდგენილი და თქვენ ნახეთ, რომ ამ ათი კანდიდატიდან მხოლოდ სამი დამტკიცდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია ყველა კუთხით ყველა გადაწყვეტილება. ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც მაქსიმალურად წაადგება უზენაესის მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად