კობახიძე: ჩვენი დასავლელი მეგობრების სურვილია, რომ ოპოზიცია არ გაქრეს და შედგეს დიალოგი

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენი დასავლელი მეგობრების სურვილია, ოპოზიცია არ გაქრეს და აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა შედგეს დისკუსია და დიალოგი. ამას ეფუძნება ჩვენი შეთავაზებაც, 100/50 მოდელის თაობაზე. ეს არის ის მოდელი, რომელიც ამ სუსტი ოპოზიციის არსებობას და შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარეც გამოვედით ჩვენ ამ ინიციატივით და საბოლოო ჯამში, ახლა შეუძლია ოპოზიციას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, მას შეუძლია ან თვითონ გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია ან დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში.
საკანონმდებლო პროცესს ესაჭიროება დაახლოებით 4 თვე, შესაბამისად, ჩვენ თებერვლის ბოლოს მაინც უნდა დავიწყოთ პროცესი იმისათვის, რომ ივნისის ბოლომდე დავასრულოთ. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე უკვე მიღწეული უნდა იყოს შეთანხმება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად