კობახიძე: ჩემი გადადგომა იყო სწორი ნაბიჯი, რატომ და როგორ ამაზე მსჯელობა აღარ არის საჭირო

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ განაცხადა.

“მე დეტალებში აღარ მინდა შესვლა, იყო გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული მე მივიღე ეს გადაწყვეტილება შევთავაზე ჩვენ პოლიტიკურ გუნდს და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი ნაბიჯი, რატომ როგორ ამაზე მსჯელობა მე მგონი დღეს აღარ არის საჭირო.

მთავარია რომ გადაწყვეტილება მიღებულია. მე ვაგრძელებ აქტიურად მუშაობას პარტიული მიმართულებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვფიქრომ რომ მაშინ ეს იყო ყველა გარემოების გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილება.”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად