კობახიძე: ბრიჯი ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვაზე სპეკულაციები აშშ-სთან ურთიერთობებს აზიანებს 

“ეს არის სპეკულაციები, რომელიც გვესმის უკვე რამდენიმე კვირაა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი სპეკულაციები ვრცელდება, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი ტყუილიც არ უნდა იყოს ეს, ასეთი განცხადებბი აზიანებს, რა თქმა უნდა, ურთიერთობებს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს მთავარ სტარტეგიულ პარტნიორთან აშშ–სთან”- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს და ქართული მხარე ბრიჯი ბრინკის კანდიდატურას, აშშ-ს ელჩად საქართველოში, ბლოკავს.

” აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაცია იქნება, ყველას მიმართ, არ აყვეთ ამ სპეკულაციაბეს და მოვხსნათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან, ეს არის სპეკულციები, რომლებიც აზიანებს ურთიერთობებს” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად