კობახიძე ბოკუჩავას: 9 წელია ვერავინ ვერ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე

“ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

“ვადასტურებ რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც აქ იყო ჩამოთვლილი, უყვარს თავისი სამშობლო განსხვავებით, ჩვენგან მარცხნივ სხედან. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დაკარგეთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%, კორუფციაში ჩაალპეთ ქვეყანა, ციხეში აწამდებდით პატიმრებს და დღეს აგრძელებთ ამ ყველაფერს და დღეს უტევთ ეკლესიას. 9 წელია ვერავინ ვერ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები”- მიმართა კობახიძემ ბოკუჩავას.

“საქმე იმაშია რომ ბიძინა ივანიშვილი თვლის რომ ჩვენი ქვეყანა მისი ყველა ინსტიტუციით ეკუთვნის მას. ის არის ბატონ-პატრონი ყველა ინსტიტუციის.

მისი ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა საკუთარი დაცვის წარმომადგენელი. “ქართუში” მისი თანაშემწე თავდაცვის მინისტრად…ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა, მაგრამ არ გაუვიდა ასეთი თავნებობდა”-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად