კობახიძე: აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, ახალი სისხლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

“გახსოვთ, რომ 2015 წელს, ასევე დავაანონსეთ გუნდის განახლება, მაშინ ორი წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამის შედეგები იხილა საზოგადოებამ” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“დღესაც ვართ ჩვენ იგივე გამოწვევის წინაშე, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, ახალი სისხლი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რასაც სათანადო დროს იხილავს ქართული საზოგადოება. ეს არის ჩვენი ამოცანა” – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის შეეხება საკადრო ცვლილება პარლამენტის თავმჯომარე პასუხობს, რომ საკითხის დასმა ასე არ არის სწორი.

” მთავარია, გუნდის განახლება, გადახალისება, მთავარია, საბოლოო ჯამში ის რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა იმუშაოს სათანადოდ, თუ სადმე არის ხარვეზი, ჩამორჩენა, ამას ჭირდება ჩარევა და ეს ჩარევა იქნება” – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად