კობახიძე: არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ “მოწყალე”,ვიდრე აშშ–ს ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი

“არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს ასჯერ მოწყალე, ვიდრე აშშ–ს ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი” – ამის შესახებ ჟურნალისტენთან, პარლამენტის თავმჯდომარემ, შეწყალების აქტთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილი შეწყალების უფლებას აღარ გამოიყენებს.

” რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდნეტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან.დაახლოებით, ასჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ასჯერ “მოწყალე” იყოს, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე სხვა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან”-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად