კობახიძე ანა დოლიძეზე: ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ნახევარი დღე იყო აუზზე

 პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებას სერიოზულად ვერ მიიღებს.

„ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ხუთი სრული დღე დავუთმეთ ჩვენ ამ საკითხების განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი შეხვედრა. აბსოლუტურად ყველა მხარე იყო რეალურად ჩართული ამ შეხვედრებში გარდა, ანა დოლიძისა. ხუთი დღიდან, მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. ეს არის რეალური მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მის განცხადებას სერიოზულად ვერ მივიღებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ცვლილებები ადასტურებს, რომ ეს ცვლილებები არის სრული ფარსია. ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...