კობახიძე: ახალი რეგლამენტი შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემებს

“მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემებს” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“რაც შეეხება გაცდენებს, ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუატტების მიმართ, რომელებიც არ ესწრებიანს სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში, აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას.

გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევრაზე მეტს მას შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც მოგეხსენებათ გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევრაზე მეტს აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ.

გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ამოქმედდება კონკრეტული სანქციები და ამით დაიძლევა პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან. ეს არის ერთი საკითხი. ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედავთ, რომ ხშირად ირღვევა ნომრები , ხორციელდება პროვოკაციები. ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე აღარ ვიცი მერამდენედ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოყვა ის სურათი, რომელიც არცეთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა და მას უნდა დავუპიროსპიროთ ჩვენი პოლიტიკური პასუხი. სამართლებრივი პასუხი და სამართლებრივ პასუხს გვაძლევს რეგლამენტი იმ ეთიკის კოდექსით, რომელიც ამოქმედდება 16 დეკემბრიდან”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად