კობახიძე: აგვისტოს ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია,ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება

“ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, იუსტიციის სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ინტენსიურად მუშაობდა იუსტიციის სამინისტრო, იმისათვის, რომ სათანადო შედეგისთვის მიგვეღწია” – ამის შესახებ ჟუტნალისტებთან პარლამენტის თვმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

” რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სტრასბურგის მიერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ზოგადად ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც იყო 2008 წელს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია ამ ომში და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალისხმევა ქართული მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ზუსტად ამის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგმა, “- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად