კობახიძე: ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს.

მისი თქმით, საქართველოში არანაირი კრიზისი არ არის, არამედ კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე, ბუნებრივია, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, „ნაცმოძრაობას“ უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. ხედავთ, არანაირი რესურსი არ აქვთ და ეს მიანიშნებს, რომ არანაირი კრიზისი არ არის, კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილი კი, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად