კობახიძე: აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის 4 წლით დაცვის დატოვება

“მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იმავეს ვიტყვი პრეზიდენტზეც”. – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის შენარჩუნების საჭიროება არ აქვს, რის გამოც მას დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაცვა მოეხსნება.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მთავარია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ის თუ რა არის სწორი.
“მინდა, შეგახსენოთ, რომ თვითონ ვიყავი ინიციატორი რეგლამენტში ცვლილებების, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არა ოთხი, არამედ ერთი წლის ვადით უნარჩუნდება სახელმწიფო დაცვა.

მე ვიყავი ამის ინიციატორი, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ზედმეტია აბსოლუტურად პარლამენტის თავმჯდომარისთვის ოთხი წლით დაცვის დატოვება და იმავეს ვიტყვი პრეზიდენტზეც. ჩემი გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული თავის დროზე? ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად