კობახიძე: 200 “ნაცის” შეძახილი, ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბაქიბუქობდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ პარლამენტში ღამის გათენება მოგვიწევდა, ვერ შედგებოდა პარლამენტის სხდომა და ხედავთ, მათ ბაქიბუქს რეალურად არანაირი ძალა არ აქვს. ბაქიბუქობდნენ, რომ დაახლოებით 800 კაცის შეკრება უნდოდათ და რეალურად 200 კაციც ვერ შეკრიბეს. ეს არის მათი რეალური ძალა, ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად არანაირი რესურსი არ აქვთ მათ თუნდაც, რომ რაღაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას. პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში. დღეს განიხილება მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.”განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ჟურლნალისტების კითხვაზე, აქციის წევრების შეძახილები დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

„200 ნაცის შეძახილი, ბუნებრივია ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის. ეს არის 200 ნაცი, და მათ აქვთ ბუნებრივია დისკომფორტი იმის გამო, რომ „ნაცები არიან“, ხედავთ, რომ რამდენიმე ორგანიზაცია აქვთ შექმნილი, არიან “ნაცები“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად