კობახიძე: 20 ივნისს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა იყო, რაც მელიამ და სააკაშვილმა დაადასტურა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლიო კობახიძემ განაცხადა.

ასევე, კობახიძის თქმით,  საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი  4 კონგრესმენის წერილში ფაქტორივი უზუსტობაა.

„წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ არის ისეთი უზუსტობები მოყვანილი, რომელთა დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართულ საზოგადოებას.

არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ , აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა.  თქვენ იცით, რომ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე, არცერთხელ არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება.

რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებით ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ(“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი), შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა(საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი). ეს არის ფაქტობრივი უზუსტობები. ასევე ანაკლიასთან დაკავშირებით არის არა ერთი ფაქტობრივი უზუსტობა. ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო კომპანია,რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მითუმეტეს  გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან  დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ეხლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართლებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების  დროს. მათ ვერ შეძლეს ინვსტორების მოზიდვა და ეხლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება.

წერილში უზუსტობეზე აუცილებლად გვექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით,მათ შორის უშუალო კომუნიკაციის ფორმით“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეაგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოთხი კონგრესმენის წეერილს ასაჯაროებს, რომლითაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გიორგი გახარიას მიმართეს. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები – ადამ კიზინგერი, ჯერალდ კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად