კობახიძე: 20 ივნისს დაშლის ოპერაცია გახარიას მხრიდან გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა

20 ივნისს სპეცრაზმი რატომ იდგა ჭიშკრის გარეთ და რატომ არ მოხდა წყლის ჭავლის და რბილი საშუალებების გამოყენება?! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, გადაცემაში “გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან”. ის ამ კითხვით გიორგი გახარიას მიმართავს.

“20 ივნისის შემდეგ ჩვენ გაგვიჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები. ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც სამწუხაროდ საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და კითხვები მაქვს დასმული – რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებების გახარიას მიღებულია.

მეორე, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები. საბოლოო ჯამში ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რომ მომხდარიყო მოგერიება. ამაზე პასუხი არ არსებობს. ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი და არ იყო ხალხის ის რაოდენობა, რომელიც იძლეოდა უფრო მეტი საფრთხის საშუალებას. ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები, თუმცა შესაძლოა არც იყო შეცდომები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...